“ირანი სტერეოტიპების გარეშე”

CAM02258

სინამდვილე რა ძვირფასია:
გინდ მაშინ, როცა ფოთლის ჩრდილია – კედელზე
და გინდ მაშინ, როცა მზეა – ზეცაში.

  ბიჯან ჯალალი

დიახაც ,რომ მაინც ძვირფასია სინამდვილე. სინამდვილე ,რომელსაც მშობლიური ქვეყნის რეალური ყოფა ჰქვია და ხშირ შემთხვევაში ფოთლის ჩრდილია,ხანაც კი მზეა-ზეცაში.

ირანი უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა მდიდარი ფოლკლორით. ამავე დროს, ეს არის ქვეყანა, სადაც სწრაფი ტემპით ვითარდება მოწინავე ტექნოლოგიები, იღებენ საინტერესო ფილმებს, იქმნება ხელოვნების ნიმუშები, სადაც ერთმანეთს ერწყმის ტრადიცია და თანამედროვეობა და ასე “იქსოვება”  დღევანდელი ირანის  “კულტურული ხალიჩა”…
სწორედ ეს თემატიკა შეარჩია  ირანული კულტურით დაინტერსებულ აუდიტორიასთან სასაუბროდ თსუ-ის ირანისტიკის დეპარტამენტის სტუდენტებმა.ღონისძიებაზე საშუალება მოგვეცა  თვალი გადაგვევლო მრავალსაუკუნოვან ფოლკლორულ ტრადიციებს და უფრო ახლოს დაგვენახა დღევანდელი ირანის კულტურული ცხოვრების შედარებით უცნობი მხარეები.

პრეზენტაციას „ირანი სტერეოტიპების გარეშე“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარადგინეს,რომლებიც თავადვე იმყოფებოდნენ ირანში და საკუთარი თვალით ნახეს და განიცადეს ამ უძველესი კულტურის სიღრმე და სიდიადე.

აუდიო-ვიდეო მასალით გაჯერებულმა საინტერესო პრეზენტაციებმა გულგრილი არავინ დატოვა.უკეთ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით ირანულ დღესასწაულებს:სადე,ნოურუზი,მეჰრეგანი და ვიდეომასალების წყალობით შეგვეგრძნო ირანული კულტურის სურნელი.დღემდე შემორჩენილი რელიგიური რიტუალები,რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას ირანის რელიგიურ ცხოვრებაში.

ირანული თეატრის,რელიგიური წარმოდგენებისა და პოეზიის გარდა სტუდენტებმა აუდიტორიას გააცნეს ირანული საბავშვო თამაშების სფეციფიკები და ირანული ქუჩის მხატვრობის ნიმუშები,რომელთა ნაწილიც  პირადად გადაიღეს ირანში ვიზიტისას .

5a31e87013987c37ec62ab41ef2799ce2172

ირანული საღამომ თსუ-ს პირველ კორპუსში თითქმის 2 საათს გასტანა,თუმცა საინეტერესო მასალებმა,რომელიც ზოგისთვის უცნობ, ზოგისთვის კი ნაცნობ ირანულ კულტურას ეხებოდა ძნელად თუ დაღალა დამსწრე საზოგადოება.პრეზენტაციის დასასრულს კი დრო “კავალის” დაეთმო,მუსიკას-რომელიც რელიგიურ მედიტაციასთან ასოცირდება და ბევრ ენაზე სრულდება მთელს მსოფლიოში,მათ შორის ირანშიც.

                                                                                                 მოამზადა:ხატია ყურაშვილმა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s