გაიგე, როგორ მართო შენი კარიერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ოთახი # 246 – აქ თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრია. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი ოფიციალურად 2014 წლის ივნისიდან არსებობს, ცენტრის კოორდინატორი ხათუნა ცხადაძეა, ცენტრის კონსულტანტი კი ნინო მაჭარაძე. ცენტრის მთავარი მიზნების, ფუნქციებისა და გეგმების უკეთ გასindexაცნობად ჩვენ ნინო მაჭარაძეს გავესაუბრეთ. ნინო მაჭარაძე:

-ცენტრი არსებობს ივნისიდან, ივნისში მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს ხელი და ახალი სემესტრიდან დავიწყეთ, ასე ვთქვათ, უფრო აქტიური საქმიანობა. სტუდენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტრენინგებს, ასევე ორგანიზებას ვუწევთ დასაქმებლებთან შეხვედრებს. მუდმივი კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა კომპანიების ეიჩარებთან, ისინი გვიკავშირდებიან, ჩვენ კი ვავრცელებთ მათ მიერ მოწოდებულ ვაკანსიებს და ორგანიზებას ვუწევთ შეხვდრებს სტუდენტებთან.

რა არის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზნები და ფუნქციები?

-ცენტრის მთავარი ფუნქციები არის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა, სუდენტების დაკვალიანება, რომ სწორად აირჩიონ მათი პროფესიული გზა და რა უნდათ გააკეთონ მომავალში. უფრო კონკრეტულად კი: სტუდენტების დახმარება პროფესიულ თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში, სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა) . ფაქტობრივად, ძირითადი მიზნები არის ის, რომ სტუდენტები უფრო მომზადებულები შეხვდნენ სწავლის დამთავრებას, იცოდნენ რა უნდათ და როგორ უნდა წარმართონ საკუთარი კარიერა. ცენტრის ფუნქციებში ასევე შედის დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ანუ ეს, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური ღნისძიება იქნება, უფრო სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ეს ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის.

რამდენად არიან სტუდენტები ინფორმირებულები ამ ცენტრის არსებობის შესახებ?

-ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით არ არიან სტუდენტები სრულად ინფორმირებულები, ანუ ყველა სტუდენტი, ფაკულტეტი ვერ მოვიცავით ჯერ-ჯერობით, მაგრამ ვცდილობთ. ამოვიღეთ სტუდენტთა ე.წ. მეილინგ ლისთები sms.tsu.ge-იდან, მეილებზე ვუგზავნით და ვაცნობთ ჩვენ ფეისბუქ გვერდს სუდენტებს, რადგანაც ფაქტიურად იქ ვდებთ ყველა ინფორმაციას და ჩვენი ცენტრის აღწერილობაც იქ წერია, ინფორმაციის გრაფაში. ასევე ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ცხადაძემ, ფაკულტეტებთან შეათანხმა და კონკრეტული ფაკულტეტების სტუდენტებთან ვმართავთ შეხვედრებს. ამ შეხვედრებზე ხდება ცენტრის ფუნქციების გაცნობა.

როგორ ხდება სხვადასხვა კომპანიებს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზება?

-ცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ცხადაძეს, აქვს ძალიან დიდ გამოცდილება ამ სფეროში, ამიტომ სხვადასხვა ეიჩარებთან გვაქვს კონტაქტები, ანუ სხვადასხვა კომპანიებთან, დამსაქმებლებთან, ისინი გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან მაგალითად რომ გვინდა ამ ვაკანსიის შემოთავაზება და გვსურს, სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენ თუნდაც ფეისბუქის საშუალებით, მეილინგ ლისთების საშუალებით ვავრცელებთ ინფორმაციას და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოვიდეს შეხვედრაზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ სტუდენტები ძალიან აქტიურობენ ასეთ შეხვედრებზე, სადღაც 30-40 კაცია ხოლმე მაქსიმალური დასწრება და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ცოტა მოტივაციაც დაბალია სტუდენტბში.

safe_image.php

26 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი- დამსაქმებელთან გასუბრებისთვის მომზადება და ინტერვიუ. კიდევ თუ იგეგმება მსავსი ტრენინგის ჩატარება?

-კი, ეს ტრენინგები ზოგადად არის რეგულარული, ეს არ არის ერთჯერადი ხასიათის და ვცდილობთ, რომ კვირაში ორჯერ მაინც გავაკეთოთ მსგავსი ტრენინგი და თუ არ ხერხდება ერთხელ მაინც. ანუ ეს ტრენინგები რეგულარულად ტარდება ოქტომბრიდან სტუდენტების ინტერესების მიხედვით, გააჩნია რა აინტერესებთ : CV, სამოტივაციო წერილი თუ დამსაქმებელთან გასაუბრება – ჯერ-ჯერობით   სამი სახის ტრენინგი გვქონდა. ძალიან ბევრი სტუდენტია, ვისაც CV-იც კი არ აქვს, შეგვხვედრია ასეთ სტუდენტები, ასევე ძალიან ბევრი მოგვმართავს, ვისაც სამოტივაციო წერილის დაწერა უნდა. ტრენინგების დროს ჩვენ ვთხოვთ სტუდენტებს მოიტანონ CV -ისა და სამოტივაციო წერილის ელქტრონული ვერსიები და აქვე, პროექტორი და შესაბამისი მოწყობილებები გვაქვს, ერთობლივად განვიხილავთ , თუ როგორ შეიძლება გავაუმჯბესოთ მათი CV და რა შეიძლება დავუმატოთ.

აღნიშნულ ტრენინგებს ვინ ატარებს?

-ტრენინგებს ატარებს ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ცხადაძე. ტრენინგებს ვატარებთ ჩვენს ცენტრში, დაახლოებით 2 საათ-ნახევარი გრძელდება ხოლმე და აქაც სტუდენტების აქტიურობა სამწუხაროდ დიდად არ ჩანს, 5-10 სტუდენტი არის ხოლმე, ერთიც ყოფილა. ამიტომ ამ საკითხზე გვინდა ძალიან ვიმუშავოთ, გვინდა რაღაც მოტივაცია მივცეთ სტუდენტებს, რომ გააქტიურდნენ, მოვიდნენ და დაინტერესდნენ.

როდის შეუძლიათ სტუდენტებს მოსვლა სტუდენტთა კარიერულ ცენტრში გარკვეული რჩევების მისაღებად?

-სტუდენტებს მოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩვენ ვმუშაობთ 9 საათიდან 6 საათამდე, მაგრამ ასევე გვაქვს სპეციალური სამუშაო საათები, ანუ სტუდენტებთან კონსულტაციების საათები, პარასკეობით 3 -დან 6 -მდე. მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე არ ყოფილა, რომ პარასკევს კონკრეტულად ვინმე მოსულიყო რჩევისთვის. უფრო ხშირად სტდენტები უბრალოდ შემოივლიან ან ფეისბუქზე მოგვწერენ, რომ თუ იქნებით ამა და ამ დროს, წინასწარ ეწერებიან ხოლმე ან უბრალოდ სპონტანურად თუ მოხვდებიან აქ.

ძირითადად რა რჩევებისთვის მოდიან სტუდენტები?

-უმეტესად მოდიან , როგორც უკვე აღვნიშნე CV – ისა და სამოტივაციო წერილის შედგენასთან დაკავშირებით რჩევებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ ხოლმე , რომ აუცილებლად სამუშაო აღწერილობაც გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილთან ერთად თუ სად აგზავნიან CV-ის, რომ ეს სამოტივაციო მოერგოს მოთხოვნებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვუწერთ მოტივაციას. ვეუბნებით დაწერონ და გადმოაგზავნონ სამუშაო აღწერილობასთან ერთად და შემდეგ ჩვენ შეგვაქვს კორექტივები ასე ვთქვათ. ისე არ ხდება რომ ჩვენ დავჯდეთ და დავუწეროთ ვიღაცას სამოტივაციო, უბრალოდ შესწორების დონეზე. გვქონია შემთხვევები, რომ დავეხმარეთ რამდენიმე სტუდენტს CV -ის შესწორებაში და წარმატებული აღმოჩნდა.

„ეწვიე ჩვენი უნივერსიტეტის კარიერულ ცენტრს და ისწავლე როგორ მართო შენი კარიერა“-შეიძლება ეს თქვენი ცენტრის სლოგანად ჩავთვალოთ?

-შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ სტუდენტები აქ ყველანაირ კითხვაზე იპოვიან პასუხს, რაც კარიერას შეეხება, ანუ კონსულტაციებს გავუწევთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ კარიერას უკავშირდება. თუნდაც ეს სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადებას ეხებოდეს, ან მაგალითად როგორ უნდა ისაუბრონ დამსაქმებლებთან, როგორი მომზადებულები უნდა მივიდნენ, ასევე როგორ გამოარკვიონ თუ რა უნდათ რეალურად, ანუ რჩევები პროფესიული თვითგამორკვევისთვის. როგორც გითხარით, სტუდენტებისგან აქტიურობა ისე მაღალი არ არის, როგორიც უნდა იყოს წესით, მაგრამ ახლა ვიწყებთ და იმედია, თანდათან უფრო მეტ სტუდენტს გავაცნობთ ჩვენს ცენტრს.

ავტორი: მარიამ ტაკიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s