სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტებმა აქცია გამართეს, რის შემდეგაც გაემართნენ ეკონომიკის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიმართულებით თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად, მიზეზი საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქებაა. სტუდენტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ  2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების შესწავლას და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მოთხოვნების შესახებ  „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი და აქციის მონაწილე მაქი კვიციანი გვესაუბრა:

აქციაზე გაიჟღერა რომ “ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის” იურისტებმა კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული აქტი შეიტანეს, რაც მინისტრს აძლევს საშუალებას, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს ფრთომასშტაბიანი სამუშაოები.  თქვეს ისიც, რომ  საქართველოს პრეზიდენტი დაპირდა მათ მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას, რომ სამუშაოები შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე.

საბადოში მომუშავეებს საწინააღმდეგო აზრი აქვთ, ისინი სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ, რადგან სხვა სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს. კულტურული ძეგლის სტატუსის აღდგენის იდეას იზიარებს  „ICOMOS საქართველოს“ გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე. მისი თქმით, საყდრისის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, იგულისხმება კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნა და მისი დაზიანება, მთლიანად დარგს აყენებს ზიანს, რადგან ასე ხელაღებით არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება.

ნატო ცინცაბაძე

„ თუკი არქეოლოგებს მისცემენ საშუალებას იმუშაონ იმ ტერიტორიაზე შესაძლებელია დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. იქ არის მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკა, ქვის ხელსაწყოები და ცეხლის კვალი ეს სამი კომპონენტი ნიშნავს იმას რომ იქ ადამიანი მოღვაწეობდა. სამთო არქეოლოგები ემხრობიან აზრს, რომ იქ ოქროს მოპოვება ხდებოდა, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, კვლევას საჭიროებს,  მაგრამ ფაქტია, რომ  აბსოლუტურად უნიკალური ძეგლია. არქეოლოგები ასაბუთებენ, რომ ანალიზების და აღმოჩენილი არტეფაქტების საფუძველზე დასტურდება, რომ ეს არის მეოთხე მესამე ათასწლეულის კულტურული ფენა’’. როგორც ნატო ცინცაბაძემ გვითხრა დამატებითი კვლევების შედეგად ძალიან ბევრ კითხვას შეიძლება პასუხი გაეცეს და უგუნურებაა, როდესაც ამის საშუალება მეცნიერებს არ ეძლევათ, ეს დარგისთვის კატასტროფაა. „სტატუსის აღდგენა ძალიან ლოგიკური იქნებოდა, ან მინიმუმ სახელმწიფომ უზრუნველყოს ბორცვის ნელ-ნელა დაშლა, ეს განხორციელდეს არქეოლოგების გეგმის მიხედვით და მონაწილეობით, რათა მათ ამოიღონ ინფორმაცია იმ ნაწილიდან, რაც მანამდე არ იყო გათხრილი და შესწავლილი’’- ამბობს ნატო ცინცაბაძე. არჩევანი კერძო მეწარმესა და კულტურული ძეგლის სტატუსის აღდგენას შორის ხელისუფლების გასაკეთებელია. სტუდენტები კი შემდეგი აქციის მოწყობას  21 დეკემბერს, საყდრისში გეგმავნ.

DSCN9525 DSCN9530 DSCN9523 DSCN9528

ანი ბურდული

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s