ქართველი სტუდენტები იტალიის შესახებ

Intern Abroad in Italy

წინა პოსტში შემოგთავაზეთ 10 მინიშნება , თუ რატომ უნდა გააგრძელოთ სწავლა იტალიაში, ახლა კი გაიგებთ ქართველი სტუდენტებისგან, რეალურად თუ რატომ უნდა მიიღოთ განათლება იტალიაში და რა სირთულეებსა თუ პრობლემებს შეიძლება შეხვდეთ იტალიაში ცხოვრების დროს.

ანო მაჭავარიანი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელსაც სწავლის გაგრძელება იტალიაში უნდა. ანო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ჟურნალისტიკის მიმართულების მე-4 კურსზე სწავლობს , თუმცა პარალელურად სურვილი აქვს საოპერო ხელოვნება იტალიაში შეისწავლოს. ანო მაჭავარიანი:

-“სწავლის გაგრძელებას ვისურვებდი იტალიაში, რადგანაც ჩემი მომავალი პროფესია – საოპერო მომღერლობა, პირდაპირ კავშირშია იტალიასთან. ოპერა ჩემთვის იტალიასთან ასოცირდება, თითქოს იქაურობა აღვიძებდეს ყველა ბგერას, გარდა ამისა, იქ კარგად ასწავლიან საოპერო ხელოვნებას. თან ეს ქვეყანა განსაკუთრებულად მიყვარს. იტალია მიყვარს მისი კულტურის გამო, ძველი კულტურა აქვს და რაც მთავარია, იქ შემონახულია ყველაფერი და ისე არ ანადგურებენ კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ჩვენთან. ასევე ვფიქრობ, რომ იტალიის მონახულება, ნახევარი სამყაროს კულტურის გაცნობას გულისხმობს. ასევე მიყვარს იტალიური სამზარეულო, მუსიკა, ღვინო და ფილმები.”

ყველაზე გემრიელი ნაყინი მსოფლიოში, პიცა , სპაგეტი, ფეხბურთი, ისტორიული ადგილები, უნივერსიტეტები, მოდა,ხელოვნება,  ფილმები, მუსიკები- ეს ფაქტორებია, რომლებსაც ქართველი სტუდენტები ასახელებენ,იხსენებენ და სხვებსაც ურჩევენ, თუ რატომ უნდა ისწავლონ იტალიაში.

italy-republic-map

რუსსო გრიგალაშვილი და სალომე ანთელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან, ისინი უკვე იყვნენ იტალიაში, სალერნოს უნივერსიტეტში, 6-თვიანი გაცვლითი პროგრამით. რუსსო და სალომე გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იტალიაში სწავლასთან, ცხოვრებასთან დაკავშირებით. რუსსო გრიგალაშვილი:

-“პირველი ჩემი გაცვლითი პროგრამა იყო სალერნოს უნივერსიტეტში. სალერნოში წასვლამდე  ერთ წელი ვსწავლობდი იტალიურს და ეს  საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ბევრი რაღაც გავიგე,  ვისწავლე, გავიუმჯობესე ენის ცოდნის დონე, შევეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას, ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე, ისტორიული ადგილები მოვინახულე. რაც შეეხება ენას, ძალიან კარგად განვავითარე და  კმაყოფილი ვარ, მოლოდინები ნამდვილად გაამართლა პირველმა მოგზაურობამ. რაც შეეხება იმედგაცრუებას, იტალიას წარმოვიდგენდი როგორც უნაკლო  ქვეყანას , მაგრამ ასეც არ ყოფილა, რაღაც მომენტებში ცოტა პრობლემური იყო ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეხება.

10881449_729840543779698_1717444772_n

ერთ-ერთი სირთულე ტრანსპორტი იყო. ძვირი არ იყო მგზავრობა, უბრალოდ ცოტა დაუგეგმავი, მოუწესრიგებელი გრაფიკით მუშაობდნენ,  ხშირად იყო მძღოლების გაფიცვები. ასევე ხშირად მუშაობდნენ  ხასიათის მიხედვით, ანუ არანაირ გრაფიკს არ ემორჩილებოდნენ,  მძღოლებს როცა უნდოდათ  მოდიოდნენ ან თუ არ უნდოდაღ, საერთოდ არ მოდიოდნენ . ასევე  ჩვენთვის, ქართველებისთვის უცხო იყო მაღაზიებში, სხვადასხვა დაწესებულებებში დიდი შუალედი , დასვენების შუალედი, როდესაც სადილობდნენ პირველიდან-ხუთ საათამდე ფაქტობრივად ქალაქში ვერ გახვიდოდი, ყველაფერი დაკეტილი იყო.”

რაც შეეხება გავრცელებულ შეხედულებას, რომ იტალიელები და ქართველები ერთმანეთს გვანან ცხოვრების წესით, ტრადიციებით, რუსსომ შემდეგნაირად განმარტა. რუსსო გრიგალაშვილი:

სალომე ანთელავა:

-„იტალიურმა სამზარეულომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, შეიძლება ასეც ითქვას, ნუ ცუდია მაგრამ 10 კილო მოვიმატე. ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, რომ უბრალოდ ვერ შეიკავებდი თავს რომ არ გეჭამა  და ზოგადად იტალიელიების აზროვნება  ორადორ რამეზეა მიმართული: ერთი არის ფეხბურთი და მეორე ჭამა, ფეხბურთი და ჭამა. მე ნამდვილად არ მიყვარს ფეხბურთი,  ჩვენი მეგობრები ყოველ საღამოს აწყობდნენ მატჩებს და მეც ასე ვგულშემატკივრობდი.“

10872232_913016035376299_1398701490_n

სალომემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს იტალიელი ახალგაზრდები:

-“მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გართობა, ისინი აგრეთვე ძალიან ბევრს მეცადინეობენ, ბევრს სწავლობენ.”

რაც შეეხება მაღაზიებს, როგორც სალომე და რუსსო აღნიშნავენ, ცნობილი ბრენდების მაღაზიებში, რომლებიც მაგალითად რომში, „პიაცცა სპანიაზე“( Piazza di Spagna) არის განლაგებული ძალიან მაღალი ფასებია.

10877930_913008042043765_379094556_n

რუსსოს და სალომეს სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, კვლავ იტალიას უკავშირდება. მადამდე კი იტალიაში განათლების მიღების მსურველებს შემდეგ რჩევებს აძლევენ. რუსსო:

-“მაქსიმალურად გამოიყენეთ იტალიაში ყოფნის  პერიოდი გართობისისთივსაც , სწავლისთვისაც, უფრო მეტი ახალი ადამიანი გაიცანით, დაათვალიერეთ იტალია, ისტორიული ადგილები, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ აქ რომ დაბრუნდებით გული არ დაგწყდეთ არაფერზე.”

სალომე:

-“მე კიდევ ვურჩევდი სტუდენტებს, რომლებსაც იტალიაში უნდათ წასვლა-მე მაგალითად პირველ ჯერზე არ გამიმართლა, ვერ წავედი და მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიული არ ვარ , ამ ფაქტმა ჩამაგდო დეპრესიაში. ყველას ვურჩევ, რომ არ დანებდნენ და ერთხელ თუ რაღაც არ გამოუვათ, არ გაუმართლებთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით ყველაფერი დამთავრდება და არასდროს არაფერი არ გამოუვათ. პირიქით რაც უფრო მეტს ეცდები, მე ასე მგონია, რომ უფრო დაგიფასდება.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ,ნინი შალამბერიძე , უკვე მეორეჯერ იმყოფება იტალიაში გაცვლითი პროგრამით. ნინი ახლა „ერასმუს მუნდუსის“  WEBB პროგრამის ფარგლებში სწავლობს ბოლონიაში. ნინი შალამბერიძე:

10872172_779000582136425_1387421630_n

-“სწორედ „ერასმუსის“ წყალობით ამიხდა ოცნება, ვსწავლობ ბოლონიის უნივერსიტეტში და უზომოდ ვამაყობ, რომ მომეცა შანსი მესწავლა ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, სადაც ერთ დროს სწავლობდნენ : თომას ბეკეტი, ნიკოლაი კოპერნიკი, კარლო გოლდონი, ტორკვატო ტასო და სხვანი. აღარაფერს ვიტყვი უნვერსიტეტის სისტემაზე, ისედაც საყოველთაოდ ცნობილია ე.წ.“ბოლონიის პროცესი“,  რომელიც ითვალისწინებს ევროპული განათლების სისტემების დაახლოებას და ჰარმონიზაციას. უნივერსიტეტის გარდა, ამ ქალაქში გავაფართოვე ჩემი იტალიელი მეგობრების წრე, მათ გვერდით  ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ თავს, არ ვიცი იმ მყარი შეხედულების გავლენით, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ჰგვანან ცხოვრების სტილით, არ ვიცი  იმიტომ, რომ დემოკრატიულ მიკერძოებას განვიცდი მათ მიმართ, მაგრამ ფაქტია , რომ ძალიან მეგობრულები, ხალისიანი და სანდოები არიან.  ჰაბიტუსით კი, ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს.”10850691_778993898803760_274222173_n

ნინი სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება იტალიაში სურთ, ურჩევს აკონტროლონ ინფორმაცია სასწავლო პროგრამების თუ სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ, უნივერსიტეტის საიტზე, იტალიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე, სასურველი იტალიური უნივერსიტეტების ვებგვერდის სიახლეებში. ნინი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტებს კავშირი ჰქონდეთ ადამიანებთან, რომლებიც მათთვის საინტერესო თემების შესახებ, მნიშვნელოვან გამოცდილებებს გაუზიარებენ.

This slideshow requires JavaScript.

ავტორი: მარიამ ტაკიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s