10 მიზეზი- რატომ უნდა ისწავლოთ იტალიაში?

არ იცით რომელი ქვეყანა აირჩოთ განათლების მისაღებად? აქ იპოვით 10 მინიშნებას, რომლებიც შესაძლოა დაგეხმარონ გადაწყვეტილების მიღებში.

italy

ენა

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როდესაც შეგიძლიათ უსმინოთ ლეგენდარულ პავაროტის და გაიგოთ რის შესახებ მღერის, წაიკითხოთ ორიგინალში დანტე ან მაკიაველი. იტალიური- გასაოცრად ლამაზი ენაა, ბოლო კვლვები კი აჩვენბს, რომ ახალი ენის სწავლა ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე ამცირებს ალცგეიმერით  დაავადების რისკს! თუკი თქვენ ადრე დაიწყეთ იტალიურის სწავლა, მაშინ ადვილად შეძლებთ ნასწავლის აღდგენას, განახლებას და უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ ახალ მასალას.

ისტორია

რომის იპერიიდან ბრწყინვალე -აღორძინების ქპოქამდე და სასტიკი ფაშზმის პერიოდი მეორე მსოფლიო ომის დროს- როგორც ჩანს , იტალიის ისტორიას არ აქვს საზღვრები. მოინახულეთ ბერძნული ამფითეატრის ნანგრევები სიცილის კუნძლზე, ეწვიეთ სიენის უძველეს ბანკს, ყურადღება მიაქციეთ მუსოლინის მდცელობას  აღედგინა, გამოეცოცხლებინა რომის იმპერია, ჩაეწერეთ ისტორიის რამდენიმე ლექციაზე. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ მორიგი უძველესი ქალაქების აღოსაჩენად.

Bologna-vista02

განათლება

გარდა მომხიბვლელი ისტორიისა და განსაცვიფრებელი სამზარეულოსა, იტალიას ასევე შეუძლია  დაიკვეხნოს თავისი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებით.  არ შეიძლება დავივწყოთ ქვეყნის როლი ბოლოონიის პროცესის ორგანიზებაში, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპუარული ხდება. ასე რომ, იტალია გვევლინება  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საგანმანათლებლო ცენტრად.

რელიგია

ისინიც კი, რომლებიც არ არიან ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრები, ვერ შეძლებენ  გულგრილად  დატოვონ იტალიური ეკლსიების სილამაზე. ვატიკანი, რომელიც მდებარეობს პირდაპირ რომში, არის კათოლიკური ეკლესიის ცენტრი, რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო ისტორია. აღორძინების ეპოქის პერიოდში შეძლებული მრევლი ხშრად აფინანსებდა ახალი ეკლესიების მშენებლობებს,  აქვე არ იშურებდა არანაირ შესაძლელობას, ამიტომ ეკლესიების უმეტესობა , შეიძლება ითქვას, აშენებულია „სინდისზე“ .

20130829cnsbr1399

გეოგრაფია

იტალია გახდა ერთგვარი აკვანი სხვადასხვა თაობის მხატვრებისა და პოეტებისათვის, ასევე ხელოვნების სხადასხვა დარგის ნიჭიერი წარმომადგენლებისთვის. ისინი ერთმანეთს ეცილებოდნენ თავიანთი სამშობლოს სილამაზის შექებასა და სწროედ სამშბლოს ასახელებდნენ და „ადანაშაულებდნენ“ შთაგონების  წყაროდ.

სამზარეულო და ღვინო

ღირს კი კიდვ ერთხელ საუბარი მშვენიერ, არაჩვეულერივ იტალიურ სამზარეულოსა და აქვე წარმოებულ ღვინოებზე? ფაქტია, რომ ისინი, ვინც იტალიას აირჩევენ განათლების მისაღებად, ნამდვილად არ იშიმშილებენ.

farmfood

ამინდი

იტალიას სამართლიანად შეუძლია იამაყოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლიმატით . აქ ბევრად თბილა, ვიდრე ქეყნებში, რომლებიც ჩრდილოეთით მდებარეობენ.  მოგიწიათ მეცადინეობის დაწყება? არ დარჩეთ სახლში, მოიწყვეთ მოკლე გასეირნება  ქალაქის ქუჩებში, გათბით მზეზე და თქვენ მაშინვე იგრძნობთ ენერგიის მომატებას.

ხელოვნება, არქიტექტურა და მოდა

თუკი თქვენ გადაწყვიტეთ შეისწავლოთ ხელოვნება ან არქიტექტურა, მაშინ თქვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა აირჩიოთ -იტალია. პრაქტიკულად თქვენ გექნებათ შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა მსოფლიო ხელოვნების შედევრებთან, ასევე გექნებათ შესაძლებლობა ცოცხლად გაეცნოთ მსოფლიო არქიტექტორების ნამუშევრებს. ყველა სხვა მიზეზის მიუხედავად, თქვენ არასდროს დაგტოვებთ შთაგონება. იტალიელები ასევე არიან ძალიან მოდურები და თანამედროვენი, რაც არ შეიძლება არ შეამჩნიოთ ან ყურადღების მიღმა დაგრჩეთ აეროპორტში, ჩაფრენისთანავე. შეისწავლეთ ნამუშვრები ისეთი დიდი დიზაინერების როგორებიც არიან ვერსაჩე, გუჩი, არმანი, ბენეტონი და პრადა.

italian-football-fans-flickr-pokpok313

ფეხბურთი

იყავით მზად იმისთვის, რომ თქვენ გაგიჩნდებათ ახალი გატაცება- ფეხბურთი, რომლითაც იტალიელები ფაქტობრივად ცხოვრობენ. მუდმივად აქტიურად მხარს უჭერენ საყვარელ გუნდებს, გულწრფელად უხარიათ მოგება და გლოვობენ წაგებას. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, ისე აღმოჩნდებით ფეხურთის მატჩზე.

სტუმართმოყვარეობა

იტალიელები ყოველთვის მზად არიან , მოხარულები არიან დაუმეგობრდნენ უცხოელებს და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი. ეს  განსაკუთრებული თვისება, ადგილობრივი მოსახლეობის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ უცხო ქვეყნის არჩევის დროს. ე.წ.  კულტურული შოკი იქნება აუფრო ძლიერი იქ , სადაც  თქვენ არ გქნებათ საკმარისი ყურადღება, იტალიაში კი თქვენ ასეთი პრობლემა არ შეგექმნებათ, არ შეგხვდებათ.

სტატია ნათარგმნია საიტიდან: http://italy4.me/obrazovanie/obrazovanie-v-italii.html?erp_from=9286#

ქართველი სტუდენტები იტალიის შესახებ-სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სტატია თარგმნა მარიამ ტაკიძემ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s