პროფესია: ბალერინა

21 წლის მარიამ ელოშვილი სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში არტ-მენეჯმენტზე. მარიამს უყვარს ქსოვა, ცურვა , ბილიარდის თამაში, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება , კინოსა და თეატრში მეგობრებთან ერთად სიარული, მაგრამ ამ ყველაფრისთვის თავისუფალი დრო იშვიათად რჩება, რადგანაც მარიამმა აისრულა ბავშვობის ოცნება და დღეს ის  საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის მსახიობია. მარიამ ელოშვილი:

როგორც პროფესიონალები ამბობენ, ბალეტში უმთავრესი ცეკვისა და მუსიკის კავშირია, სწორედ ცეკვისა და მუსიკის შერწყმის შედეგად იბადება სცენაზე ის საოცარი ჰარმონია, რასაც ბალერინები და ბალერონები სცენის მიღა სამყაროში გვთავაზობენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბალეტში ყოველგვარი ემოცია თუ გრძნობა, იქნება ეს -იმედგაცრუება, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული თუ სევდა ყოველივე უნდა გადმოიცეს მოცეკვავის მოძრაობით, შესაბამისად აქ ყოველი ნაბიჯი, მოძრაობა სიმბოლურია. საბალეტო წარმოდგენები სასიამოვნოა საყურებლად, მაგრამ საინტერესოა რას გრძნობენ ამ დროს ბალეტის მოცეკვავეები და ზოგადად რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე ამ სფეროში.

10426564_901531119865357_5492805053622293613_nძლიერი ნებისყოფა, გრაცია, მოქნილობა, შინაგანი თავისუფლება და სილაღე ეს ის ძირითადი მონაცემებია, როლებიც პროფესიონალი ბალერინასთვის თუ ბალერონისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი. მარიამი ამ ჩამონათვალს უმატებს ასევე შემდეგ მოთხოვნებს: ფიზიკურთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს გონებრივ მონაცემებსაც, უნდა გქონდეს გამძლეობის უნარი და პროფესიისადმი ძალიან დიდი სიყვარული. ამ თვისებების გარეშე რთული იქნება წარმატების მიღწევა.

მარიამი ეთანხმება შეხედულებას, რომ იყო ბალეტის მოცეკვავე- ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა. მარიამ ელოშვილი:

-„ მთავარი სირთულე ის არის, რომ თითქმის მთელ დღეს უთმობ შენს პროფესიას, მუდმივად შრომობ კარიერული წინსვლისთვის, ბევრ რაღაცაზე გიწევს უარის თქმა, მუდმივად აკონტროლებ წონას, ცდილობ აირიდო ყოველგვარი ტრავმა.“

თუმცა, მარიამი აქვე აღნიშნავს, რომ როცა ცეკვავს, მღელვარებასთან ერთად უდიდეს სიამოვნებას გრძნობს.

ბალერინა რომ არ გამოსულიყო დიზაინერი გამოვიდოდა. თეატრალურშიც ხელოვნების მენეჯმენტზე სწორედ იმიტომ ჩააბარა, რომ ხელოვნების სფერო იზიდავს და ფიქრობს, რომ არჩეული მეორე პროფესია მომავალში აუცილებლად გამოადგება.

მარიამი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო სკოლაში სწავლობდა. როგორც იხსენებს, მთელი დღის განმავლობაში სკოლაში უწვდა ყოფნა. მარიამ ელოშვილი:

-„შემიძლია ალალად ვთქვა, რომ ბავშვობა არ მქონია, იმიტომ, რომ ჩემთვის არ არსებობდა გართობა, ეზოში ჩასვლა. სკოლიდან ისეთი დაღლილი მოვდიოდი ხოლმე, მთელი დღის ვარჯიშისგან და სკოლაში მეცადიონეობებზე ყოფნისგან, რომ გართობისთვის არ მრჩებოდა არც  დრო და აღარც ენერგია მქონდა უკვე.“

10858616_909813849037084_2582315154803231208_n

როგორც მარიამი აღნიშნავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების თანადგომას.

-„ოჯახის თითოეული წევრი ყველანაირად ცდილობს რომ ხელი შემიწყოს. მქონია ისეთი რთული ეტაპები ცხოვრებაში, როდესაც მივიღე ტრავმა და ოპერაციისთვის გერმანიაში წავედი; ამ ყველაფერის გადალახვაში კი ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახი.“

მარიამმა 2010 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში, რომელიც ერევანში ჩატარდა( Шестые открытые молодежные Дельфийские игры государств-участников СНГ) და სადაც ბრონზეს მედალი დაიმსახურა.

-2010 წელს ასევე მოანაწილოება მიიღო პეკინის მესამე საერთაშორისო საბალეტო კონკურსში( The 3rd Beijing international ballet competition).

-2014 წლის ზაფხულში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაუშვეს ბიარიცში (საფრანგეთი) ბურნონვილის აკადემიაში. მონაწილეობა მიიღო გალა კონცერტში  მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სოლისტებთან და ბალეტის მსახიობებთან ერთად “Bournonville in Biarritz”.10152447_788013834550420_8477394654905376507_n

განსაკუთრებულად ახსენდება რიგის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი( Riga Ballet International Competition ,, Riga Spring“ აპრილი,2014), სადაც ოქროს მედალი აიღო თანამედროვე ბალეტში და ვერცხლის მედალი -კლასიკურ ბალეტში; ამბობს, რომ ეს გამოსვლა მართლაც, ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. რაც შეეხება წარმატებას, ფიქრობს რომ ყველაზე დიდი წარმატებისთვის  ჯერ არ მიუღწევია.

მარიამი იშვიათად არის კმაყოფილი საკუთარი თავით და ყოველთვის უნდა, რომ უფრო მეტს მიაღწიოს, მომავალში უნდა საზოგადოებამ გაიცნოს როგორც კარგი მოცეკვავე, ბალერინა, ოცნებობს გედების ტბაში- გედის პარტიის შესრულებაზე, მისი მთავარი მიზანია მიაღწიოს დიდ წარმატებებს საბალეტო სფეროში. მარიამი დამწყებ საბალეტო მოცეკვავეებს ურჩევს:

This slideshow requires JavaScript.

ავტორი: მარიამ ტაკიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s