იყო ახალგაზრდა…

youth_unemployment

ამბობენ, ახალგაზრდობა, ეს არის ცხოვრების საუკეთესო პრიოდი, როდესაც ადამიანს შეუძლია აისრულოს ოცნებები, დაუშვას შეცდომები, შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს და რაც მთავარია, ესაა საუკეთესო დრო დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ამბობენ… ახალგაზრდებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ზოგი ინდივიდუალური, ზოგი კი გარემოდან, სოციუმიდან გამომდინარეობს, რაც ხელს უშლის მათ პრესპექტიული მომავლის შექმნაში. ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ყველაფრის სათავე ძირითადად მძიმე სოციალური ფონია. პრობლემები ბევრია, შესაბამისად მიზეზებიც, მე მხოლოდ მცირედ ნაწილზე მოვყვები…

უმუშევრობა.

    Featured imageახალგაზრდების დასაქმება 21 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა,რაც ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

შრომის  საერთაშორისო  ორგანიზაციის  მიხედვით  2013   წლის  მონაცემებით ახალგაზრდების უმუშევრობის  საერთო  დონე  მსოფლიოში არის დაახლოებით 12.5 %, რაც არის კრიზისის  პიკი და ნიშნავს რომ მსოფლიოში 73 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა უმუშევარი.

აღნიშნული პრობლემა  შრომითი  მიგრაციის  მთავარი  წყაროა,  შესაბამისი  გამოცდილების, ცოდნის, კვალიფიკაციის უქონლობა ხდება  მიზეზი, რის გამოც დამსაქმებლები უარს აცხადებენ ახალგაზრდებისათვის სამსახურის  შეთავაზებაზე.

21 წლის სალომე შენგელია, ერთერთია იმ სტუდენტებიდან, რომელიც წლებია უკვე სამსახურს ეძებს:

,, თითქმის ყველა ვაკანსიაზე შემაქვს განცხადება უკვე 2 წელია, მაგრამ  უმეტეს  შემთხვევაში  მითითებულია  გამოცდილების ქონა, როგორც  სავალდებულო მოთხოვნა და უბრალოდ სისულელეა თავის შეწუხებაც კი, თუ კი ერთხელ მაინც არ დამაწყებინეს სადმე მუშაობა აბა საიდან უნდა მქონდეს გამოცდილება?! ბევრი ახალგაზრდა  სწორედ ამიტომ  მიდის  ქვეყნიდან,  რომ აქ  სამსახურს  ვერ  შოულობს, მაშინ  როდესაც  ყველა  ასაკობრივ  ჯგუფს  შორის ახალგაზრდებში დასაქმების  სურვილი  ყველაზე  მაღალია. სამუშაო ადგილების  სიმცირის  გარდა, ახალგაზრდებში უმუშევრობას  ისიც  უწყობს  ხელს, რომ  დამსაქმებლები  ხშირად  უფროგამოცდილ  კადრებს ითხოვენ. ამიტომ  არის  მნიშვნელოვანი, რომ  ქვეყანაში  განვითარებული იყოს სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის პროგრამა.“  ზარტომანია

უმუშევრობას ჩვენში ხშირად ,,უსაქმურობა“ ეწოდება, რაც შემდგომში უამრავ მავნე და ცუდ თვისებები გადადის ახალგაზრდებში. ფსიქოლოგები ხსნიან, რომ ისეთ მავნე გამოვლინებებს ახალგაზრდებში, როგორიცაა ნარკომანია და ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ლუდომანია იგივე გემბლინგი), ხშირად სოციალური მდგომარეობა უდევს საფუძვლად.  დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩაბმულნი აზარtულ თამაშებში, რულეტკა, პოკერები და სხვა მრავალი მათგანი, ხშირად ხდება კიდევ სხვა პრობლემის სათავე.  ასეთი აზარტულობა ხშირად ტრაგიკულად მთავრდება.  უზარმაზარი წაგებული თანხები, დანგრეული ცხოვრება, გაყიდული სახლები, განადგურებული ოჯახები და ა.შ.

Featured image

ეკა ყვება, რომ მისი ცხოვრების დანგრევა აზარტულ თამაშებს უკავშირდება, გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მას მეუღლესთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მეუღლის შეცვლა, აღმოჩნდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან იყო გამოწვეული. თვაიდან უმალავდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ამ ყველაფერმა უკონტროლო სახე მიიღოო, სახლიდან რამდენჯერმე გაქრა საოჯახო ნივთები და ძვირფასეულობები, მეუღლეს მშობლებმა გაყიდეს სახლი, რათა ვაჟის ვალები გაესტუმრებინათ. ამის შემდეგ ეკასთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

”ერთ დღეს მე დამეკარგა საქორწინო ბეჭედიც, ამ ამბის შემდეგ სრული სიცარიელე ვიგრძენი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, მოვკიდე ჩემს  შვილს ხელი და ცალკე გადავედი” – ამბობს ეკა. მეუღლეს ბევრჯერ ჰქონია შერიგების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც არ ანებებდა თამაშს თავს და უფრო იმძიმებდა მდგომარეობას. საბოლოოდ, ეკას მეუღლემ თავი ჩამოიხრჩო.

ეკას მსგავსი ისტორია სამწუხაროდ ბევრს აქვს საქართველოში.

აზარტული თამაშების სლოტ-კლუბების და კაზინოების პოპულარიზაცია სხვადსხვა მედიის  საშუალებით აქტიურად მიმდინარეობს, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება აზარტულ თამაშებში. მასმედიას დიდი როლი ეკისრება ინფორმაციის სწორად მიწოდებაში, მაგრამ ძირითდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს გააჩნია,  საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიზღუდოს ან აიკრძალოს სათამაშო დაწესებულებების და ინტერნეტ პოკერ-კლუბების რეკლამირება, რათა ახალგაზრდებში და საერთოდ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აზრი, რომ აზარტული თამაში არ არის გართობა ან ფულის შოვნის ადვილი გზა, არამედ ის ისეთივე ავადმყოფობაა, როგორც ნარკომანია.

 მაინც ძნელია იყო ახალგაზრდა და მხიარული ჩვენს ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ამბობენ, რომ ,,ახალგაზრდობა, ეს არის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი, სადაც ადამიანს შეუძლია აისრულოს ოცნებები..”,რადგან ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ამბობენ…

თეონა ბუჯიაშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s