სტუდენტური კარტინგი

download თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი კარტინგში. შეჯიბრი გასულ კვირას დაიწყო, რომელშიც 300 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ტურნირი „ასტრა პარკში“ ჩატარდა და ის სამი ეტაპისგან შედგებოდა: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი. შეჯიბრი 4 დღე გაგრძელდა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით სანახაობრივი ფინალური დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც 25 მოყვარული ეჯიბრებოდა ერთმანეთს.

შესარჩევ ტურში მონაწილე 300 სტუდენტიდან, ნახევარფინალში 100 მრბოლელი გადავიდა, საწყის ეტაპზე მათ საუკეთესო დრო აჩვენეს. ფინალურ სტადიაზე ნიკოლოზ ხუროშვილი გამოირჩა, რომელმაც სავალი ტრეკი 24.397 წამში დაფარა. ნიკოლოზმა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა, იგი „ასტრა პარკის“ ასლარიანი ვაუჩერითა და სიგელით დააჯილდოვეს. რაც შეეხება მეორე პოზიციას, ხუროშვილს წამის მეასედით ჩამორჩა პერსპექტიული მრბოლელი გიორგი ჭაღიაშვილი – მან სავალი ტრასა 24.826 წამში დაფარა. მესამე ადგილის მფლობელი კი მინდია გურჩიანი გახდა, რომელიც მთავარ მოწინააღმდეგეებს საგრძნობლად, თითქმის 1 წამით ჩამორჩა.

karting

“ასტრა პარკის” წარმომადგენლების განცხადებით, სტუდენტური შეჯიბრებები სამომავლოდაც იგეგმება. თსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა მომავალი წლის დეკემბერშიც აპირებს მსგავს ტურნირში მოიწვიოს სტუდენტები.

ლექსო მურღვლიანი

ლევან ხუბაშვილი

დატოვე კომენტარი