Istudent.ge – ქართული სოციალური ქსელი მხოლოდ სტუდენტებისთვის

Istudent.ge არის ახალი ქართული სოციალური ქსელი, რომლის შემქმნელი 18 წლის ქართველი პროგრამისტი, ალექსანდრე მძინარაშვილია.  პროექტის იდეა 5 თვის წინ გაუჩნდა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და წააწყდა პრობლემას, რომელიც არცერთი ქართველი სტუენტისათვის უცხო არაა.  under

“იდეა დამებადა მაშინ, როცა ჩემთვის სასურველი მასალა ვერ მოვიძიე ელექტრონულად, ჩემს მიერ შექმნილი საიტი მოაგვარებს ამ პრობლემას, ეს არის სოციალური ქსელი რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ათასობით სტუდენტს და მისცემთ საშუალებას გაცვალონ მასალები ატვირთონ საერთო ბაზაში და დაეხმარნონ ერთმანეთს. ასევე მათ საიტზე შეუძლიათ ნახონ გამოცდების განრიგი, ცხრილები, შეადგინონ საკუთარი ლექციების სია და ჩაინიშნონ დავალებები” – განაცხადა საიტის შემქნელმა. Istudent-ით სარგებლობა ჯერ მხოლოდ თსუს სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Istudent.ge არის ქართული პროექტი, რომელიც არცერთ უცხოურ ანალოგს არ ჰგავს და მისი უპირატესობა სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით ისაა, რომ საიტზე არაა ზედმეტი ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. პროექტის პრეზენტაცია 28 ნოემბერს გაიმართა და საიტს უკვე 1000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.10805723_1505000609778141_6193501862334186146_n დარეგისტრირება ხდება პირადი ნომრით. სისტემა რეგისტრაციიდან 3 საათის განმავლობაში ამოწმებს არის თუ არა მომხმარებელი ნამდვილად თსუ-ს სტუდენტი და შემდეგ ხდება მისი გაწევრიანება  Istudent.ge-ზე. საიტის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია ნინო გაფრინდაშვილი, მისი თქმით საიტი საკმაოდ ეფექტურია: “მე და ჩემი კურსელები უკვე ვიყენებთ  Istudent.ge-ს. კონსპექტები ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენს ფაკულტეტზე. ყველაზე დიდი უპირატესობა ჩემი აზრით ისაა, რომ  Istudent.ge-ზე გასართობად არავინ შემოდის, ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ ლიტერატურას და ვინიშნავთ გასაკეთებელ დავალებებს და პრეზენტაციებს. საიტი საუკეთესო საშუალებაა ჯგუფური დავალებების შესასრულებლად.”

ალექსანდრეს მიზანია საიტი პოპულარული გახადოს და შემდეგ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მისცეს შესაძლებლობა ისარგებლონ ამ საიტით. კიდევ ერთი და ყველაზე დიდი უპირატესობა ქართული სტუდენტური სოციალური ქსელის ისაა, რომ იგი მაქსიმალურად დაცულია კიბერ თავდასხმისაგან და სტუდენტების პირადი ინფორმაცია საიმედოდაა დაცული. ალექსანდრე ამჟამად კიდევ 2 პროექტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციას მალე გეგმავს.

ავტორი – ვერიკო გელაშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s