დღესასწაული, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც მთელს მსოფლიოს აერთიანებს. პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მას განსხვავებულ დროს, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში და განსხვავებული ტრადიციებით ხვდებიან, თუმცა საერთო სიხარულით, იმედებით და ოცნებებით.

50c92c41998a

ევროპელებისთვის ახალი წელი 1-ელ იანვარს იწყება, მიანმაში ის 1 აპრილს, ესკომოსებთან პირველის თოვლის მოსვლისას, აი ინდოეთში კი, ახალი წელი 365 დღის განმავლობაში 8-ჯერ დგება. რამდენადაც მრავალფეროვანია მსოფლიო, იმდენად განსხვავებულია ახალ წელთან შეხვედრის ტრადიციები. სანამ ჩვენს ქვეყანაში  ახალ  წელს ტრადიციული სუფრით, თამადით, საახალწლო ტკბილეულითა და მრავალჟამიერით ვხვდებით, ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ფიფქია და თოვლის ბაბუა სანაპიროზე საახალწლო საჩუქრებს არიგებენ. ახალი წელი მაინც ოჯახურ დღესასწაულად აღიქმება, ამიტომაც ყველა ცდილობს წლის ეს განსაკუთრებული დღე ოჯახთან ერთად გაატაროს. სწორედ ამიტომ, უამრავი საახალწლო ტრადიცია ოჯახს უკავშირდება. ბულგარეთში ახალი წლის ღამეს ნათესავები იკრიბებიან ერთად. საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია პატარა საშობაო ღვეზელი სიურპრიზებით. ვისაც გაუმართლებს და სიურპრიზი შეხვდება ის მომავალ წელს დაოჯახდება. ბულგარეთის მსგავსად დანიაშიც არის ქორწინებასთან დაკავშირებული ცრურწმენა. ქალიშვილი, რომელსიც კერძში თხილის გულს იპოვის, მომავალ წელს გათხოვდება.  იტალიელების კი სჯერათ, რომ ახალ წელს ყველაფერი ძველი უნდა მოიშორონ. ამიტომაც ახალი წლის ღამეს იტალიელების  ფანჯრებიდან ძველი ნივთები ცვივა. ასევე აქვთ ერთი ძალიან საინთერესო ტრადიცია, იტალიელები ახალშობილებს წითელ თეთრეულს ჩუქნიან, რადგანაც სწორედ წითელი ითვლება სიახლის სიმბოლოდ, ხოლო პატარები  საჩუქრებს არა თოვლის ბაბუისაგან, არამედ მოხუცი ქალბატონისგან ელიან, რომელიც საჩუქრებს ახალი წლიდან 1 კვირაში, მართლმამიდებლური შობის დღეს არიგებს. ავსრიელებისთვის ახალი წლის დადგომა წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების“ სადღესასწაულო რეკვასთან ასოცირდება. ამიტომაც 31 დეკემბერს თითქმის ყველა ტაძრის მოედანზე იკრიბება.

images (2)

საინტერესო ტარდიციებით გამოირჩევა ამერიკის კონტინენტიც. მაგალითად, კუბაში საათი მხოლოდ 11-ჯერ რეკავს, რადგანაც კუბელებს მიაჩნიათ, რომ საათსაც აქვს ახალ წელთან შეხვედრის უფლება, ამიტომაც მე-12 დარეკვაზე მას ასვენებენ. პანამაში  31 დეკემბერს ყველა და ყველაფერი ხმაურობს. ამით ისინი ავ სულებს აფრთხობენ და მომავალ წელში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. აზიაში, კერძოდ კი ჩინეთში ახალი წელი ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის დღესასწაულად ითვლება. ჩინელები ახალ წელს   17 იანვრიდან 19 თებერვლამდე ახალ მთვარობისას აღნიშნავენ. ამ დროის განმავლობაში ღარიბ ჩინელს შეუძლია შევიდეს ნებისმიერ მდიდრულ სახლში და წამოიღოს ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეთდ სჭირდება.

ახალ წელს საერთო სიხარულთან  მსოფლიოს აერთიანებს ერთი ტრადიცია, ესაა ნაძვის ხის დადგმა. ეს განსაკუთრებული ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. ნაძვის ხის დადგმა ევროპაში მე-18- მე-19 საუკუნეებიდან დაიწყეს და ახალი წლის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ავტორი – ვერიკო გელაშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s