Istudent.ge – ქართული სოციალური ქსელი მხოლოდ სტუდენტებისთვის

Istudent.ge არის ახალი ქართული სოციალური ქსელი, რომლის შემქმნელი 18 წლის ქართველი პროგრამისტი, ალექსანდრე მძინარაშვილია.  პროექტის იდეა 5 თვის წინ გაუჩნდა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და წააწყდა პრობლემას, რომელიც არცერთი ქართველი სტუენტისათვის უცხო არაა.  under

“იდეა დამებადა მაშინ, როცა ჩემთვის სასურველი მასალა ვერ მოვიძიე ელექტრონულად, ჩემს მიერ შექმნილი საიტი მოაგვარებს ამ პრობლემას, ეს არის სოციალური ქსელი რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ათასობით სტუდენტს და მისცემთ საშუალებას გაცვალონ მასალები ატვირთონ საერთო ბაზაში და დაეხმარნონ ერთმანეთს. ასევე მათ საიტზე შეუძლიათ ნახონ გამოცდების განრიგი, ცხრილები, შეადგინონ საკუთარი ლექციების სია და ჩაინიშნონ დავალებები” – განაცხადა საიტის შემქნელმა. Istudent-ით სარგებლობა ჯერ მხოლოდ თსუს სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Istudent.ge არის ქართული პროექტი, რომელიც

ვრცლად Istudent.ge – ქართული სოციალური ქსელი მხოლოდ სტუდენტებისთვის

იყო ახალგაზრდა…

youth_unemployment

ამბობენ, ახალგაზრდობა, ეს არის ცხოვრების საუკეთესო პრიოდი, როდესაც ადამიანს შეუძლია აისრულოს ოცნებები, დაუშვას შეცდომები, შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს და რაც მთავარია, ესაა საუკეთესო დრო დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ამბობენ… ახალგაზრდებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ზოგი ინდივიდუალური, ზოგი კი გარემოდან, სოციუმიდან გამომდინარეობს, რაც ხელს უშლის მათ პრესპექტიული მომავლის შექმნაში. ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ყველაფრის სათავე ძირითადად მძიმე სოციალური ფონია. პრობლემები ბევრია, შესაბამისად მიზეზებიც, მე მხოლოდ მცირედ ნაწილზე მოვყვები…

ვრცლად იყო ახალგაზრდა…

ქართველი სტუდენტები იტალიის შესახებ

Intern Abroad in Italy

წინა პოსტში შემოგთავაზეთ 10 მინიშნება , თუ რატომ უნდა გააგრძელოთ სწავლა იტალიაში, ახლა კი გაიგებთ ქართველი სტუდენტებისგან, რეალურად თუ რატომ უნდა მიიღოთ განათლება იტალიაში და რა სირთულეებსა თუ პრობლემებს შეიძლება შეხვდეთ იტალიაში ცხოვრების დროს.

ანო მაჭავარიანი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელსაც სწავლის გაგრძელება იტალიაში უნდა. ანო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ჟურნალისტიკის მიმართულების მე-4 კურსზე სწავლობს , თუმცა პარალელურად სურვილი აქვს საოპერო ხელოვნება იტალიაში შეისწავლოს. ანო მაჭავარიანი:

-“სწავლის გაგრძელებას ვისურვებდი იტალიაში, რადგანაც ჩემი მომავალი პროფესია – საოპერო მომღერლობა, პირდაპირ კავშირშია იტალიასთან. ოპერა ჩემთვის იტალიასთან ასოცირდება, თითქოს იქაურობა აღვიძებდეს ყველა ბგერას, გარდა ამისა, იქ კარგად ასწავლიან საოპერო ხელოვნებას. თან ეს ქვეყანა განსაკუთრებულად მიყვარს. იტალია მიყვარს მისი კულტურის გამო, ძველი კულტურა აქვს და რაც მთავარია, იქ შემონახულია ყველაფერი და ისე არ ანადგურებენ კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ჩვენთან. ასევე ვფიქრობ, რომ იტალიის მონახულება, ნახევარი სამყაროს კულტურის გაცნობას გულისხმობს. ასევე მიყვარს იტალიური სამზარეულო, მუსიკა, ღვინო და ფილმები.”

ვრცლად ქართველი სტუდენტები იტალიის შესახებ

10 მიზეზი- რატომ უნდა ისწავლოთ იტალიაში?

არ იცით რომელი ქვეყანა აირჩოთ განათლების მისაღებად? აქ იპოვით 10 მინიშნებას, რომლებიც შესაძლოა დაგეხმარონ გადაწყვეტილების მიღებში.

italy

ენა

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როდესაც შეგიძლიათ უსმინოთ ლეგენდარულ პავაროტის და გაიგოთ რის შესახებ მღერის, წაიკითხოთ ორიგინალში დანტე ან მაკიაველი. იტალიური- გასაოცრად ლამაზი ენაა, ბოლო კვლვები კი აჩვენბს, რომ ახალი ენის სწავლა ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე ამცირებს ალცგეიმერით  დაავადების რისკს! თუკი თქვენ ადრე დაიწყეთ იტალიურის სწავლა, მაშინ ადვილად შეძლებთ ნასწავლის აღდგენას, განახლებას და უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ ახალ მასალას.

ისტორია

რომის იპერიიდან ბრწყინვალე -აღორძინების ქპოქამდე და სასტიკი ფაშზმის პერიოდი მეორე მსოფლიო ომის დროს- როგორც ჩანს , იტალიის ისტორიას არ აქვს საზღვრები. მოინახულეთ ბერძნული ამფითეატრის ნანგრევები სიცილის კუნძლზე, ეწვიეთ სიენის უძველეს ბანკს, ყურადღება მიაქციეთ მუსოლინის მდცელობას  აღედგინა, გამოეცოცხლებინა რომის იმპერია, ჩაეწერეთ ისტორიის რამდენიმე ლექციაზე. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ მორიგი უძველესი ქალაქების აღოსაჩენად.

ვრცლად 10 მიზეზი- რატომ უნდა ისწავლოთ იტალიაში?

გაიგე, როგორ მართო შენი კარიერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ოთახი # 246 – აქ თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრია. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი ოფიციალურად 2014 წლის ივნისიდან არსებობს, ცენტრის კოორდინატორი ხათუნა ცხადაძეა, ცენტრის კონსულტანტი კი ნინო მაჭარაძე. ცენტრის მთავარი მიზნების, ფუნქციებისა და გეგმების უკეთ გასindexაცნობად ჩვენ ნინო მაჭარაძეს გავესაუბრეთ. ნინო მაჭარაძე:

-ცენტრი არსებობს ივნისიდან, ივნისში მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს ხელი და ახალი სემესტრიდან დავიწყეთ, ასე ვთქვათ, უფრო აქტიური საქმიანობა. სტუდენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტრენინგებს, ასევე ორგანიზებას ვუწევთ დასაქმებლებთან შეხვედრებს. მუდმივი კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა კომპანიების ეიჩარებთან, ისინი გვიკავშირდებიან, ჩვენ კი ვავრცელებთ მათ მიერ მოწოდებულ ვაკანსიებს და ორგანიზებას ვუწევთ შეხვდრებს სტუდენტებთან.

რა არის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზნები და ფუნქციები?

-ცენტრის მთავარი ფუნქციები არის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა, სუდენტების დაკვალიანება, რომ სწორად აირჩიონ მათი პროფესიული გზა და რა უნდათ გააკეთონ მომავალში. უფრო კონკრეტულად კი: სტუდენტების დახმარება პროფესიულ თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში, სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა) . ფაქტობრივად, ძირითადი მიზნები არის ის, რომ სტუდენტები უფრო მომზადებულები შეხვდნენ სწავლის დამთავრებას, იცოდნენ რა უნდათ და როგორ უნდა წარმართონ საკუთარი კარიერა. ცენტრის ფუნქციებში ასევე შედის დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ანუ ეს, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური ღნისძიება იქნება, უფრო სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ეს ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის.

ვრცლად გაიგე, როგორ მართო შენი კარიერა

რჩევები სტუდენტებისთვის

ფოტო ინტერნეტიდან

სტატია ნათარგმნია საიტიდან : http://www.collegeview.com/

  • პირველ კურსზე ხარ და ჯერ კიდევ არ აგირჩევია ძირითადი სპეციალობა?

პირველ კურსზე თქვენს ძირითად პროფესიას არ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც გგონიათ. სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ  ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ კონკრეტული მიმართულება არ გზღუდავთ არაფერში. პირველ კურსზე თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული რა პროფესიას გსურს დაეუფლო, ეს ნორმალურია. სტუდენტების უმრავლესობა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთხელ მაინც შეიცვლის ძირითად სპეციალობას. თქვენ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ პირველი კურსი კვლევებისთვის , აღმოჩენებისთვის, შესწავლისთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო ისეთი საგნების არჩევისთვის, რომელთა სწავლა მანამდე არც კი გიფიქრიათ, მაგრამ მათი სწავლა დაგეხმარება იმის აღმოსაჩენად და მისახვედრად თუ რა გინდათ აკეთოთ ცხოვრებაში. შეხედეთ კოლეჯს, როგორც შესაძლებლობას, რათა გაიმდიდროთ ცოდნა და ინტერესები.

  • სიმართლე სახელმძღვანელოების შესახებ

არსებობს ორი მარტივი წესი, რომელთაც უნდა მიჰყვე, როდესაც საქმე ეხება სახემძღვანელოებს:

  • არ შეიძინოთ სახელმძღვანელოები წინასწარ
  • დაზოგე ფული ონლაინ ყიდვა-გაყიდვით ( ან შეიძინეთ მეორადი წიგნები)

ბევრი კოლეჯი/უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ სტუდენტმა აუცილებლად შეიძინოს ყველა სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია საგნის სილაბუსში, ყოველ სემესტრში. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ქაღალდზე/ სილაბუსში წერია ესა თუ ის წიგნი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რეალურად აპირებთ  გამოიყენოთ ეს წიგნი იმ თანხის შესაბამისად, რაც გადაიხადეთ. ყველა სტუდენტი სწავლობს განსხვავებულად და ყველა ლექტორი ასწავლის განსხვავებულად. თუ თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ, გაესაუბროთ სხვა სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს სასწავლო კურსი, მიხვდებით  რეალურად  დაგჭირდებათ თუ არა სახელმძღვანელოები და მხოლოდ შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ  შეიძენთ თუ არა სახელმძღვანელოს.

ვრცლად რჩევები სტუდენტებისთვის