იყო ახალგაზრდა…

youth_unemployment

ამბობენ, ახალგაზრდობა, ეს არის ცხოვრების საუკეთესო პრიოდი, როდესაც ადამიანს შეუძლია აისრულოს ოცნებები, დაუშვას შეცდომები, შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს და რაც მთავარია, ესაა საუკეთესო დრო დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ამბობენ… ახალგაზრდებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ზოგი ინდივიდუალური, ზოგი კი გარემოდან, სოციუმიდან გამომდინარეობს, რაც ხელს უშლის მათ პრესპექტიული მომავლის შექმნაში. ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ყველაფრის სათავე ძირითადად მძიმე სოციალური ფონია. პრობლემები ბევრია, შესაბამისად მიზეზებიც, მე მხოლოდ მცირედ ნაწილზე მოვყვები…

ვრცლად იყო ახალგაზრდა…

Advertisements

მე ვარ სანტა კლაუსი!

ახალი წელი მალე მოვა, მაგრამ საჩუქარი თოვლის ბაბუამ შეიძლება ყველას ვერ მიუტანოს. სწორედ ამიტომ, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების  სტუდენტს გაუჩნდა იდეა, რომელიც ჯერ მეგობრებს გაუზიარა შემდეგ სოციალურ ქსელში  გაავრცელა. მას სურს ბავშვებს, რომელთა თოვლის ბაბუას წელსაც არ ექნება საშუალება რომ საჩუქარი მიუტანოს, თავად დაეხმაროს მეგობრების თანადგომით.

მარიამ ახალკაცმა შექმნა ‘‘event” ,სახელწოდებით მე ვარ სანტა კლაუსი, რომელშიც 200 ზე მეტი ადმიანია გაწევრიანებული და 84 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის საჩუქრებს აგროვებენ.

ვრცლად მე ვარ სანტა კლაუსი!

ძალადობა-ეს შენც გეხება!

სექსუალური,რასისტული,გენდერული და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმის დისკრიმინაცია კუტურებში ვერ იქნება აღმოფხვრილი თავად კულტურის შეცვლის გარეშე.                                                                                                                                        შარლოტა ბანჩი downloadძალადობა ერთ-ერთი იმ თემათაგანია,რომელიც Google-ს საძიებო სისტემაში ყველაზე მეტჯერ იგუგლლება და თავსდება,შესაბამისად ინფორმაციაც უამრავია.დღევანდელი რეალობა ასეთია-არც ერთი დღე ძალადობის გარეშე,ანუ ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში ,სადაც ყოველდღე ვისმენთ ფატქებს ძალადობის ათასგვარი გამოვლინების შესახებ . ადამიანებმა დიდი ხანია დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ როგორ დავძლიოთ ძალადობა.ვეძებთ გადაჭრის გზებს და ინოვაციურ საშუალებებს,რათა შევძლოთ ამ სენის დამარცხება.წლები და საუკუნეები გადის თუმცა ჯერ კიდევ გამოუცნობი რჩება თავსატეხი-რა აიძულებს ადამიანს იქცეს მოძალადეთ? უგულოდ გაუსწრორდეს თანამოძმეს ან ცემისგან ბოლო ამოსუნთქვა აგრძნობინოს მეორე ნახევარს. ძალადობაზე ყურადღების გამახვილება ჩემი მხრიდან ორმა ასპექტმა განაპირობა.ერთი რომ ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას და საზოგადოების თითოეული წევრის ყურადღებას მოითხოვს და მეორე -თსუ-ს ჟურნალისტიკის მეოთხე კურისის სტუდენტებმა ამ თემაზე შესანიშნავი ვიდეოკლიპები მოამზადეს,რომელიც ნამდვილად

ვრცლად ძალადობა-ეს შენც გეხება!

,,ლილესთვის”

ახალგაზრდები სიკეთის სახელით კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, ამჯერად ლილე ჩხეტიანის დასახმარებლად, რომელიც უკვე 3 წელია სიმსივნეს ებრძვის. ახლა იგი თურქეთში იმყოფება და აუცილებელი პროცედურების ჩასატარებლად  აკლდება რამდენიმე ათასი ლარი.

საქველმოქმედო საღამო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 12 დეკემბერს ჩატარდა, ამავე უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფოლკლორულმა ჯგუფებმა, სოლო შემსრულებლებმა და პოეტებმა. კონცერტის მიმდინარეობის დროს, დარბაზში სპეციალური ყუთების მეშვეობით აგროვებდნენ თანხას,რომელიც სრულად გადაერიცხება ლილეს.

ლილე  ჩხეტიანი აგრარული უნივერსიტეტის იურისტია. სამი წელია ებრძვის ხოჯკინის ლიმფომას, მაგრამ სიმსივნური დაავადება დღითიდღე პროგრესირდება. ოპერაციის შემდგომ ლილეს ესაჭირეობა რეაბილიტაციისათვის თანხა,რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.ამიტომ მისთვის თითოეული თეთრი გადამწყვეტია.

ვრცლად ,,ლილესთვის”

,, შენ აფრენ ”

       ,,შენ აფრენ”– ამ სახელწოდებით გაიმართა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისამდი მიძღვნილი საღამო, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა სახლს.

10540361_1509457485981492_2923377046057964231_n

აღნიშნული საღამო, ორ დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თორნიკე ყიფიანმა, გუგა როგავამ და  ახალგაზრდულმა ჯგუფებმა “wi-fi” და “ever green”_ მა. მათ შეასრულეს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების ქავერ ვერსიები. საღამოს მსვლელობის დროს, სტუდენტები სპეციალური ყუთების მეშვეობით აგროვებდნენ თანხას.

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისამდი მიძღვნილ საღამოს მომღერლის უამრავი თაყვანისმცემელი დაესწრო. მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო, თუმცა სივრცის ნაკლებობის გამო ზოგიერთმა მათგანმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა.

ვრცლად ,, შენ აფრენ ”

სამ წლიანი ოცნება  სტუდენტური სტატუსის აღსაღდგენად

,, ჩემი სწავლის პერიოდი მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა , როგორც სტუდენტების უმრავლესობის, ასევე ჩემიც სტუდენტური  სტატუსის შეჩერების მიზეზი ფინანსური მდგომარეობა იყო. ვარ აფხაზეთიდან დევნილი,ვცხოვრობ დედასთან ერთად საერთო საცხოვრებელში. დედა მუშაობს ბაზარში, ტანსაცმელს ყიდის, თუმცა მისი შემოსავალი საკვების და კომუნალურების გარდა არაფერში არ გვყოფნის. ჩემი უმაღლესში სწავლა დღითი დღე უფრო ძნელდებოდა და მეც ბევრი ნერვიულობის და ფიქრის შემდეგ მივედი იმ მდგომარეობამდე,რომ უარი ვთქვი ჩემ დიდ ოცნებაზე, სწავლაზე და დღეს დედას ვეხმარები, რომ როგორმე ვიარსებოთ.“ – ამბობს 22 წლის ქეთი ქარაია,

Featured image

რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა. ქეთი  იძულებული გახდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტი მიეტოვებინა. ის ერთ-ერთია მათ შორის ვისაც სტუდენტობაზე უარის თქმა  ეკონომიური პრობლემის გამო მოუხდა.

დღეს,  საქართველოს ახალგაზრდების უმეტესობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას განათლებაზე ხელ მიუწვდომლობა და მასზე დაწესებული მაღალი ყოველ წლიური გადასახადი წარმოადგენს, რაც  მათი და მათი ოჯახების  შემოსავალს ბევრად აჭარბებს. ეს პრობლემა ბევრი სტატუს შეჩერებული სტუდენტის მტკივნეული რეალობააა, რომელთაც ფინანსური მდგომარეობის გამო მოუხდათ უარი ეთქვათ სწავლის გაგრძელებაზე გარკვეული ვადით, ან სამუდამოდ.

ქეთიმ სტუდენტობის პერიოდში სტუდენტური სესხის გამოტანაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

,, კრედიტის მისაღებად  ბანკში ითხოვენ  ხელფასს,რომელიც უნდა ერიცხებოდეს სტუდენტს.ყველა ბანკი ითხოვს ასევე თავდებს,რომელიც უნდა იყოს აუცილებლად სტუდენტის ოჯახის წევრი და უნდა ერიცხებოდეს ხელფასი რომელიმე ბანკის სახელფასო ანგარიშზე და რომელიც უნდა შეადგენდეს დაახლოებით 700 ლარს. მე არ ვიცნობ სტუდენტებს ,რომლებსაც ამ პირობის დაკმაყოფილება შეუძლიათ.“ – ყვება ქეთი.

თუკი მოკლედ გავეცნობით “საქართველოს ბანკისა” და “თი-ბი-სი ბანკის” “სტუდენტური სესხის” პირობებს ვნახავთ, რომ “საქართველოს ბანკი” სესხს გასცემს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომელთა ასაკიც მინიმუმ 20 წელი უნდა იყოს. მსესხებელს აუცილებლად მოეთხოვება იყოს დასაქმებული და მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 200 ლარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სტუდენტური სესხის მისაღებად ბანკში უნდა გამოცხადდეს დასაქმებულ ოჯახის წევრთან ერთად, ან სესხის განაცხადის შევსებისას, ბანკისგან მისაღები თანხა უძრავი ქონებით უზრუნველყოს. დაახლოებით მსგავსი პირობებია “თი-ბი-სი ბანკშიც”, თუმცა განსხვავება მხოლოდ სესხის ხანგრძლივობაა – მსესხებელს თანხის დაბრუნება მაქსიმუმ 9.5 წელიწადში შეუძლია.

ვრცლად სამ წლიანი ოცნება  სტუდენტური სტატუსის აღსაღდგენად

აქცია-პერფორმანსი რუსთაველის მეტროსთან

ადგილი დაკავებულია, მაგრამ არა ეტლით მოსარგებლეთათვის. რუსთაველის გამზირზე დღეს საქველმოქმედო ფონდის, „სიცოცხლის ხის“  ინიციატივით გაიმართა აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად, იგი 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხებოდა.

10431177_10203105673864020_441284815419783390_o

რუსთაველის გამზირზე, მანქანის პარკირების ადგილას განთავსებულია ეტლები. ფონდის დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით აღნიშნულს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მძღოლების მხრიდან:

„მოდიან აგრესიული მძღოლები, რომლებიც ცდილობენ ეტლები გაწიონ და მანქანა დააყენონ, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც გაგებით ეკიდებიან სიტუაციას“

აქციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

ვრცლად აქცია-პერფორმანსი რუსთაველის მეტროსთან