,, ჩემი სწავლის პერიოდი მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა , როგორც სტუდენტების უმრავლესობის, ასევე ჩემიც სტუდენტური სტატუსის შეჩერების მიზეზი ფინანსური მდგომარეობა იყო. ვარ აფხაზეთიდან დევნილი,ვცხოვრობ დედასთან ერთად საერთო საცხოვრებელში. დედა მუშაობს ბაზარში, ტანსაცმელს ყიდის, თუმცა მისი შემოსავალი საკვების და კომუნალურების გარდა არაფერში არ გვყოფნის. ჩემი უმაღლესში სწავლა დღითი დღე უფრო ძნელდებოდა და მეც ბევრი ნერვიულობის და ფიქრის შემდეგ მივედი იმ მდგომარეობამდე,რომ უარი ვთქვი ჩემ დიდ ოცნებაზე, სწავლაზე და დღეს დედას ვეხმარები, რომ როგორმე ვიარსებოთ.“ – ამბობს 22 წლის ქეთი ქარაია,

რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა. ქეთი იძულებული გახდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტი მიეტოვებინა. ის ერთ-ერთია მათ შორის ვისაც სტუდენტობაზე უარის თქმა ეკონომიური პრობლემის გამო მოუხდა.
დღეს, საქართველოს ახალგაზრდების უმეტესობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას განათლებაზე ხელ მიუწვდომლობა და მასზე დაწესებული მაღალი ყოველ წლიური გადასახადი წარმოადგენს, რაც მათი და მათი ოჯახების შემოსავალს ბევრად აჭარბებს. ეს პრობლემა ბევრი სტატუს შეჩერებული სტუდენტის მტკივნეული რეალობააა, რომელთაც ფინანსური მდგომარეობის გამო მოუხდათ უარი ეთქვათ სწავლის გაგრძელებაზე გარკვეული ვადით, ან სამუდამოდ.
ქეთიმ სტუდენტობის პერიოდში სტუდენტური სესხის გამოტანაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
,, კრედიტის მისაღებად ბანკში ითხოვენ ხელფასს,რომელიც უნდა ერიცხებოდეს სტუდენტს.ყველა ბანკი ითხოვს ასევე თავდებს,რომელიც უნდა იყოს აუცილებლად სტუდენტის ოჯახის წევრი და უნდა ერიცხებოდეს ხელფასი რომელიმე ბანკის სახელფასო ანგარიშზე და რომელიც უნდა შეადგენდეს დაახლოებით 700 ლარს. მე არ ვიცნობ სტუდენტებს ,რომლებსაც ამ პირობის დაკმაყოფილება შეუძლიათ.“ – ყვება ქეთი.
თუკი მოკლედ გავეცნობით “საქართველოს ბანკისა” და “თი-ბი-სი ბანკის” “სტუდენტური სესხის” პირობებს ვნახავთ, რომ “საქართველოს ბანკი” სესხს გასცემს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომელთა ასაკიც მინიმუმ 20 წელი უნდა იყოს. მსესხებელს აუცილებლად მოეთხოვება იყოს დასაქმებული და მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 200 ლარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სტუდენტური სესხის მისაღებად ბანკში უნდა გამოცხადდეს დასაქმებულ ოჯახის წევრთან ერთად, ან სესხის განაცხადის შევსებისას, ბანკისგან მისაღები თანხა უძრავი ქონებით უზრუნველყოს. დაახლოებით მსგავსი პირობებია “თი-ბი-სი ბანკშიც”, თუმცა განსხვავება მხოლოდ სესხის ხანგრძლივობაა – მსესხებელს თანხის დაბრუნება მაქსიმუმ 9.5 წელიწადში შეუძლია.
ვრცლად სამ წლიანი ოცნება სტუდენტური სტატუსის აღსაღდგენად