დღესასწაული, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც მთელს მსოფლიოს აერთიანებს. პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მას განსხვავებულ დროს, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში და განსხვავებული ტრადიციებით ხვდებიან, თუმცა საერთო სიხარულით, იმედებით და ოცნებებით.

50c92c41998a

ევროპელებისთვის ახალი წელი 1-ელ იანვარს იწყება, მიანმაში ის 1 აპრილს, ესკომოსებთან პირველის თოვლის მოსვლისას, აი ინდოეთში კი, ახალი წელი 365 დღის განმავლობაში 8-ჯერ დგება. რამდენადაც მრავალფეროვანია მსოფლიო, იმდენად განსხვავებულია ახალ წელთან შეხვედრის ტრადიციები. სანამ ჩვენს ქვეყანაში  ახალ  წელს ტრადიციული სუფრით, თამადით, საახალწლო ტკბილეულითა და მრავალჟამიერით ვხვდებით, ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ფიფქია და თოვლის ბაბუა სანაპიროზე საახალწლო საჩუქრებს არიგებენ. ახალი წელი მაინც ოჯახურ დღესასწაულად აღიქმება, ამიტომაც ყველა ცდილობს წლის ეს განსაკუთრებული დღე ოჯახთან ერთად გაატაროს. სწორედ ამიტომ, უამრავი საახალწლო ტრადიცია ოჯახს უკავშირდება. ბულგარეთში ახალი წლის ღამეს ნათესავები იკრიბებიან ერთად. საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია პატარა საშობაო ღვეზელი სიურპრიზებით. ვისაც გაუმართლებს და სიურპრიზი შეხვდება ის მომავალ წელს დაოჯახდება. ბულგარეთის მსგავსად დანიაშიც არის ქორწინებასთან დაკავშირებული ცრურწმენა. ქალიშვილი, რომელსიც კერძში თხილის გულს იპოვის, მომავალ წელს გათხოვდება.  იტალიელების კი სჯერათ, რომ ახალ წელს ყველაფერი ძველი უნდა მოიშორონ. ამიტომაც ახალი წლის ღამეს იტალიელების  ფანჯრებიდან ძველი ნივთები ცვივა. ასევე აქვთ ერთი ძალიან საინთერესო ტრადიცია, იტალიელები ახალშობილებს წითელ თეთრეულს ჩუქნიან, რადგანაც სწორედ წითელი ითვლება სიახლის სიმბოლოდ, ხოლო პატარები  საჩუქრებს არა თოვლის ბაბუისაგან, არამედ მოხუცი ქალბატონისგან ელიან, რომელიც საჩუქრებს ახალი წლიდან 1 კვირაში, მართლმამიდებლური შობის დღეს არიგებს. ავსრიელებისთვის ახალი წლის დადგომა წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების“ სადღესასწაულო რეკვასთან ასოცირდება. ამიტომაც 31 დეკემბერს თითქმის ყველა ტაძრის მოედანზე იკრიბება.

ვრცლად დღესასწაული, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

Advertisements

მე ვარ სანტა კლაუსი!

ახალი წელი მალე მოვა, მაგრამ საჩუქარი თოვლის ბაბუამ შეიძლება ყველას ვერ მიუტანოს. სწორედ ამიტომ, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების  სტუდენტს გაუჩნდა იდეა, რომელიც ჯერ მეგობრებს გაუზიარა შემდეგ სოციალურ ქსელში  გაავრცელა. მას სურს ბავშვებს, რომელთა თოვლის ბაბუას წელსაც არ ექნება საშუალება რომ საჩუქარი მიუტანოს, თავად დაეხმაროს მეგობრების თანადგომით.

მარიამ ახალკაცმა შექმნა ‘‘event” ,სახელწოდებით მე ვარ სანტა კლაუსი, რომელშიც 200 ზე მეტი ადმიანია გაწევრიანებული და 84 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის საჩუქრებს აგროვებენ.

ვრცლად მე ვარ სანტა კლაუსი!