აქცია-პერფორმანსი რუსთაველის მეტროსთან

ადგილი დაკავებულია, მაგრამ არა ეტლით მოსარგებლეთათვის. რუსთაველის გამზირზე დღეს საქველმოქმედო ფონდის, „სიცოცხლის ხის“  ინიციატივით გაიმართა აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად, იგი 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხებოდა.

10431177_10203105673864020_441284815419783390_o

რუსთაველის გამზირზე, მანქანის პარკირების ადგილას განთავსებულია ეტლები. ფონდის დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით აღნიშნულს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მძღოლების მხრიდან:

„მოდიან აგრესიული მძღოლები, რომლებიც ცდილობენ ეტლები გაწიონ და მანქანა დააყენონ, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც გაგებით ეკიდებიან სიტუაციას“

აქციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

ვრცლად აქცია-პერფორმანსი რუსთაველის მეტროსთან