გაიგე, როგორ მართო შენი კარიერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ოთახი # 246 – აქ თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრია. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი ოფიციალურად 2014 წლის ივნისიდან არსებობს, ცენტრის კოორდინატორი ხათუნა ცხადაძეა, ცენტრის კონსულტანტი კი ნინო მაჭარაძე. ცენტრის მთავარი მიზნების, ფუნქციებისა და გეგმების უკეთ გასindexაცნობად ჩვენ ნინო მაჭარაძეს გავესაუბრეთ. ნინო მაჭარაძე:

-ცენტრი არსებობს ივნისიდან, ივნისში მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს ხელი და ახალი სემესტრიდან დავიწყეთ, ასე ვთქვათ, უფრო აქტიური საქმიანობა. სტუდენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტრენინგებს, ასევე ორგანიზებას ვუწევთ დასაქმებლებთან შეხვედრებს. მუდმივი კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა კომპანიების ეიჩარებთან, ისინი გვიკავშირდებიან, ჩვენ კი ვავრცელებთ მათ მიერ მოწოდებულ ვაკანსიებს და ორგანიზებას ვუწევთ შეხვდრებს სტუდენტებთან.

რა არის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზნები და ფუნქციები?

-ცენტრის მთავარი ფუნქციები არის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა, სუდენტების დაკვალიანება, რომ სწორად აირჩიონ მათი პროფესიული გზა და რა უნდათ გააკეთონ მომავალში. უფრო კონკრეტულად კი: სტუდენტების დახმარება პროფესიულ თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში, სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა) . ფაქტობრივად, ძირითადი მიზნები არის ის, რომ სტუდენტები უფრო მომზადებულები შეხვდნენ სწავლის დამთავრებას, იცოდნენ რა უნდათ და როგორ უნდა წარმართონ საკუთარი კარიერა. ცენტრის ფუნქციებში ასევე შედის დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ანუ ეს, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური ღნისძიება იქნება, უფრო სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ეს ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის.

ვრცლად გაიგე, როგორ მართო შენი კარიერა

Advertisements