სტუდენტური კარტინგი

download თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი კარტინგში. შეჯიბრი გასულ კვირას დაიწყო, რომელშიც 300 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ტურნირი „ასტრა პარკში“ ჩატარდა და ის სამი ეტაპისგან შედგებოდა: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი. შეჯიბრი 4 დღე გაგრძელდა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით სანახაობრივი ფინალური დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც 25 მოყვარული ეჯიბრებოდა ერთმანეთს.

შესარჩევ ტურში მონაწილე 300 სტუდენტიდან, ნახევარფინალში 100 მრბოლელი გადავიდა, საწყის ეტაპზე მათ საუკეთესო დრო აჩვენეს. ფინალურ სტადიაზე ნიკოლოზ ხუროშვილი გამოირჩა, რომელმაც სავალი ტრეკი 24.397 წამში დაფარა. ნიკოლოზმა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა, იგი „ასტრა პარკის“ ასლარიანი ვაუჩერითა და სიგელით დააჯილდოვეს. რაც შეეხება მეორე პოზიციას, ხუროშვილს წამის მეასედით ჩამორჩა პერსპექტიული მრბოლელი გიორგი ჭაღიაშვილი – მან სავალი ტრასა 24.826 წამში დაფარა. მესამე ადგილის მფლობელი კი მინდია გურჩიანი გახდა, რომელიც მთავარ მოწინააღმდეგეებს საგრძნობლად, თითქმის 1 წამით ჩამორჩა.

ვრცლად სტუდენტური კარტინგი

    სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტებმა აქცია გამართეს, რის შემდეგაც გაემართნენ ეკონომიკის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიმართულებით თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად, მიზეზი საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქებაა. სტუდენტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ  2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების შესწავლას და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მოთხოვნების შესახებ  „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი და აქციის მონაწილე მაქი კვიციანი გვესაუბრა:

აქციაზე გაიჟღერა რომ “ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის” იურისტებმა კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული აქტი შეიტანეს, რაც მინისტრს აძლევს საშუალებას, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს ფრთომასშტაბიანი სამუშაოები.  თქვეს ისიც, რომ  საქართველოს პრეზიდენტი დაპირდა მათ მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას, რომ სამუშაოები შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე.

ვრცლად     სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

ტურნირი მინი ფეხბურთში – ფინალური მატჩი

''NEWELLS OLD BOYS''-ის კაპიტანი ლევან გზირიშვილი gund

დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა და გამარჯვებულ გუნდს ”NEWELLS OLD BOYS”  გადაეცა სიგელი და თასი

დაჯილდოვების ცერემონიალი 6-ის ნახევრისთვის გაიმართება და ჩვენ კვლავ მოგაწვდით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას.

blogi8

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფინალური შეხვედრა ანგარიშით 5-0 ”NEWELLS OLD BOYS” -ის სასარგებლოდ დასრულდა.

თამაშის მიწურულს  SOC-POL UNITED-ის წევრმა მერაბ ყუფარაძემ მიიღო ყვითელი ბარათი, ხოლო ”NEWELLS’ OLD BOYS” ის გუნდის მოთამაშემ ,დავით თვალთვაძემ, კიდევ ერთი გოლით დააწინაურა საკუთარი გუნდი.

blogi4

ვრცლად ტურნირი მინი ფეხბურთში – ფინალური მატჩი