დღესასწაული, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც მთელს მსოფლიოს აერთიანებს. პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მას განსხვავებულ დროს, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში და განსხვავებული ტრადიციებით ხვდებიან, თუმცა საერთო სიხარულით, იმედებით და ოცნებებით.

50c92c41998a

ევროპელებისთვის ახალი წელი 1-ელ იანვარს იწყება, მიანმაში ის 1 აპრილს, ესკომოსებთან პირველის თოვლის მოსვლისას, აი ინდოეთში კი, ახალი წელი 365 დღის განმავლობაში 8-ჯერ დგება. რამდენადაც მრავალფეროვანია მსოფლიო, იმდენად განსხვავებულია ახალ წელთან შეხვედრის ტრადიციები. სანამ ჩვენს ქვეყანაში  ახალ  წელს ტრადიციული სუფრით, თამადით, საახალწლო ტკბილეულითა და მრავალჟამიერით ვხვდებით, ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ფიფქია და თოვლის ბაბუა სანაპიროზე საახალწლო საჩუქრებს არიგებენ. ახალი წელი მაინც ოჯახურ დღესასწაულად აღიქმება, ამიტომაც ყველა ცდილობს წლის ეს განსაკუთრებული დღე ოჯახთან ერთად გაატაროს. სწორედ ამიტომ, უამრავი საახალწლო ტრადიცია ოჯახს უკავშირდება. ბულგარეთში ახალი წლის ღამეს ნათესავები იკრიბებიან ერთად. საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია პატარა საშობაო ღვეზელი სიურპრიზებით. ვისაც გაუმართლებს და სიურპრიზი შეხვდება ის მომავალ წელს დაოჯახდება. ბულგარეთის მსგავსად დანიაშიც არის ქორწინებასთან დაკავშირებული ცრურწმენა. ქალიშვილი, რომელსიც კერძში თხილის გულს იპოვის, მომავალ წელს გათხოვდება.  იტალიელების კი სჯერათ, რომ ახალ წელს ყველაფერი ძველი უნდა მოიშორონ. ამიტომაც ახალი წლის ღამეს იტალიელების  ფანჯრებიდან ძველი ნივთები ცვივა. ასევე აქვთ ერთი ძალიან საინთერესო ტრადიცია, იტალიელები ახალშობილებს წითელ თეთრეულს ჩუქნიან, რადგანაც სწორედ წითელი ითვლება სიახლის სიმბოლოდ, ხოლო პატარები  საჩუქრებს არა თოვლის ბაბუისაგან, არამედ მოხუცი ქალბატონისგან ელიან, რომელიც საჩუქრებს ახალი წლიდან 1 კვირაში, მართლმამიდებლური შობის დღეს არიგებს. ავსრიელებისთვის ახალი წლის დადგომა წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების“ სადღესასწაულო რეკვასთან ასოცირდება. ამიტომაც 31 დეკემბერს თითქმის ყველა ტაძრის მოედანზე იკრიბება.

ვრცლად დღესასწაული, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

პროფესია: ბალერინა

21 წლის მარიამ ელოშვილი სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში არტ-მენეჯმენტზე. მარიამს უყვარს ქსოვა, ცურვა , ბილიარდის თამაში, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება , კინოსა და თეატრში მეგობრებთან ერთად სიარული, მაგრამ ამ ყველაფრისთვის თავისუფალი დრო იშვიათად რჩება, რადგანაც მარიამმა აისრულა ბავშვობის ოცნება და დღეს ის  საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის მსახიობია. მარიამ ელოშვილი:

ვრცლად პროფესია: ბალერინა

    სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტებმა აქცია გამართეს, რის შემდეგაც გაემართნენ ეკონომიკის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიმართულებით თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად, მიზეზი საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქებაა. სტუდენტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ  2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების შესწავლას და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მოთხოვნების შესახებ  „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი და აქციის მონაწილე მაქი კვიციანი გვესაუბრა:

აქციაზე გაიჟღერა რომ “ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის” იურისტებმა კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული აქტი შეიტანეს, რაც მინისტრს აძლევს საშუალებას, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს ფრთომასშტაბიანი სამუშაოები.  თქვეს ისიც, რომ  საქართველოს პრეზიდენტი დაპირდა მათ მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას, რომ სამუშაოები შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე.

ვრცლად     სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

“ირანი სტერეოტიპების გარეშე”

CAM02258

სინამდვილე რა ძვირფასია:
გინდ მაშინ, როცა ფოთლის ჩრდილია – კედელზე
და გინდ მაშინ, როცა მზეა – ზეცაში.

  ბიჯან ჯალალი

დიახაც ,რომ მაინც ძვირფასია სინამდვილე. სინამდვილე ,რომელსაც მშობლიური ქვეყნის რეალური ყოფა ჰქვია და ხშირ შემთხვევაში ფოთლის ჩრდილია,ხანაც კი მზეა-ზეცაში.

ირანი უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა მდიდარი ფოლკლორით. ამავე დროს, ეს არის ქვეყანა, სადაც სწრაფი ტემპით ვითარდება მოწინავე ტექნოლოგიები, იღებენ საინტერესო ფილმებს, იქმნება ხელოვნების ნიმუშები, სადაც ერთმანეთს ერწყმის ტრადიცია და თანამედროვეობა და ასე “იქსოვება”  დღევანდელი ირანის  “კულტურული ხალიჩა”…
სწორედ ეს თემატიკა შეარჩია  ირანული კულტურით დაინტერსებულ აუდიტორიასთან სასაუბროდ თსუ-ის ირანისტიკის დეპარტამენტის სტუდენტებმა.ღონისძიებაზე საშუალება მოგვეცა  თვალი გადაგვევლო მრავალსაუკუნოვან ფოლკლორულ ტრადიციებს და უფრო ახლოს დაგვენახა დღევანდელი ირანის კულტურული ცხოვრების შედარებით უცნობი მხარეები.

პრეზენტაციას „ირანი სტერეოტიპების გარეშე“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარადგინეს,რომლებიც თავადვე იმყოფებოდნენ ირანში და საკუთარი თვალით ნახეს და განიცადეს ამ უძველესი კულტურის სიღრმე და სიდიადე.

აუდიო-ვიდეო მასალით გაჯერებულმა საინტერესო პრეზენტაციებმა გულგრილი არავინ დატოვა.უკეთ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით ირანულ დღესასწაულებს:სადე,ნოურუზი,მეჰრეგანი და ვიდეომასალების წყალობით შეგვეგრძნო ირანული კულტურის სურნელი.დღემდე შემორჩენილი რელიგიური რიტუალები,რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას ირანის რელიგიურ ცხოვრებაში.

ვრცლად “ირანი სტერეოტიპების გარეშე”